თეგებით ძიება

"დოქსოპულო", დედა გყაავს? ამ სიტყვებით მინდა მივმართო ვინმე ვანო ნადირაძეს" - დავით ქართველიშვილი

კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი, დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლ, ვანო ნადირაძეს მიმართავს.

”დოქსოპულო, შენ დედა გყაავს?” – ამ სიტყვებით მინდა მივმართო ამ კონკრეტულ ვინმე ვანო ნადირაძეს. ოღონდ იმაზე მეტი სიტყვა და ასო-ბგერა მინდა გამოვიყენო, ვიდრე მის სიტყვიერ მარაგს წარმოადგენს. მინდა გავითვალისწინო მისი მძიმე მდგომარეობა – ომში მეომრად ყოფნა და თავი ავარიდო ტრადიციული, "კლასიკური” ქართველისათვის შეუფერებელ – საქართველოს, მისი შვილებისა და მათი დედების მისამართით გაუკუღმართებული მოწოდებების პრაქტიკას.

არანაირ შესაძლებლობას არ გიტოვებს, ელემენტარული ინტელექტის ფარგლებში ავუხსნა ამ მეტყველება/უუნარობის მქონე ადამიანისთვის მის გინება/გამოშიგნებულ შუალედებში დასმულ წუხილებზე პასუხის გაცემას – რამეთუ, ვერ გაიგებს, ვერ მიხვდება და ღმერთმა არ ქნას, ამით მიყენებულმა ფსიქო/ემოციურმა ტრავმამ მას რეალურ, და არა ვირტუალურ ბრძოლაში – ხელი შეუშალოს. და ეს რჩევა რომელიმე კომპიუტერული “ვირთხის” მხრიდან რომ არ მიიღოს, ხელს მოვაწერ ჩემი რეალური რეგალიებით – კონტრდაზვერვის, შსს-ს, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი დავით ქართველიშვილი“ – ამბობს ქართველიშვილი.

შეგახსენებთ, უკრაინაში მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ვიდეომიმართვაში ქართველ ოფიცრებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა