თეგებით ძიება

ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები - "ქართული ოცნება" მოსალოდნელ პროვოკაციაზე საუბრობს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობა" ბათუმში პროვოკაციებს გეგმავს.

"მათაც იციან, რომ არჩევნები მათი კანდიდატის მარცხით დამთავრდება, როგორც ჩანს სწორედ ამის გამო მათ გადაწყვიტეს ამ არჩევნებზეც ნაცად ხერხს მიმართონ და მის მშვიდ გარემოში ჩატარებას მაქსიმალური სირთულეები შეუქმნან. ამაზე მიანიშნებს გასული დღეების განმავლობაში სიებთან დაკავშირებით შექმნილი ყალბი აჟიოტაჟი და თუნდაც ის ფაქტი, რომ მათ ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც სავარაუდოდ ხვალ ტელეეკრანებიდან ვიხილავთ. მოვუწოდებთ "ნაციონალურ მოძრაობას", ხელი არ შეუშალონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და ამომრჩეველს მისცენ არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა. ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, ყველა სამართალდარღვევას, რომელიც ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კანონის მთელი სიმკაცრით გასცენ პასუხი, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, 2 აპრილს, შაბათს, რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები ჩატარდება, სადაც მოქალაქეები პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებს აირჩევენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა