თეგებით ძიება

"დაღუპული ქართველი გმირების სამძიმარზე მისვლას შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა" - მამუკა მდინარაძე

პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების სამძიმარზე მისვლას, შესაძლოა, "წამახალისებელი ეფექტი" ჰქონოდა.

"როდესაც ქვეყანა, არა მხოლოდ საქართველო, არამედ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ა.შ აცხადებს, რომ წინააღმდეგია უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, მაშინ უხერხული მომენტი ჩნდება, როგორ უნდა იქცეოდნენ ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლები? რაიმე მოქმედება, თუნდაც გულწრფელი სამძიმარი აღიქმება თუ არა წახალისებად გარკვეული ქმედებების?...

ჩვენ ვიფიქრეთ, რომ სამძიმარი გამოვუცხადოთ, მაგრამ იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები მოხალისეებთან დაკავშირებით ეწევიან, ხომ არ შეგვეკავებინა თავი. შესაძლოა, ვცდებოდეთ, მაგრამ ეს არის გულწრფელი პასუხი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ვთქვა", - ამბობს მდინარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა