თეგებით ძიება

"მოვიდა გონს საქართველოს ხელისუფლება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ ქვეყანაში გაწევრიანებაზე საუბრის შემდეგ?" - ალექსეი გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით კითხვას სვამს:


"მოვიდა თუ არა გონს საქართველოს ხელისუფლება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ყალბ ქვეყანაში გაწევრიანებაზე საუბრის შემდეგ?

შეგახსენებთ, რომ CNN-ის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მონაწილეობს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაწესდა.

ცნობისთვის, მანამდე საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ქვეყანა არ უერთდება.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ისაუბრა, რომლის მიზანი რუსეთთან შეერთება იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა