თეგებით ძიება

ბინძური ტრაილერით რომ შემოხვალ ქვეყანაში, რომელსაც მართავდი, ეს მეტყველებს შენს მორალურ სახეზე - გიორგი ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ქვეყანაში აღმშენებლობის პროცესი მალე დაბრუნდება, თუმცა "აღარ უნდა დავუშვათ, რომ მტერი შემოვიდეს და კაპიტულანტების მეშვეობით დაიკავოს ის, რაც ვერ შეძლო 2008-ში", ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმა უპასუხა.

"კაპიტულაცია მე მახსოვს 2008 წელს. ეს იყო კაპიტულაცია, ჰალსტუხის მჭამელი, მფორთხავი სარდლის მიერ გამოცხადებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული იმიტომ, რომ იგი არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას და კანონებს, ჩაგრავდა ადამიანებს, არბევდა მიტინგებს. ბინძური ტრაილერით რომ იმოგზაურებ და შემოხვალ იმ ქვეყანაში, რომელსაც შენ მართავდი ავად თუ კარგად, ეს ძალიან კარგად მეტყველებს შენს მორალურ სახეზე და იმაზე, თუ რა გინდოდა შენ ამ ქვეყნისგან, შესაბამისად, ეს ადამიანი მიიღებს იმას რაც უნდა მიიღოს, როგორც დამნაშავემ და კრიმინალმა. მას შეუძლია საკუთარი თავი გაასაღოს პუტინის პატიმრად, ან შაჰ-აბასის პატიმრად, თემურ ლენგის ან მურვან ყრუს," - განაცხადა ცაგარეიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა