თეგებით ძიება

"დღეს რუსეთის მხარეს დგომა სატანის მხარეს დგომაა, უნდა გავეცალოთ ამ ბოროტებას, რათა ჩვენი სული და სხეული გადარჩეს" - ბაია პატარაია

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალირ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ რუსეთი აბსოლუტური ბოროტებაა.

"დღევანდელი რუსეთი, თავისი პუტინითა და პუტინის მხარდამჭერებით და არმიით არის ბოროტების იმპერია. პუტინი და მისი პატრიარქი კირილე, რომელიც ბომბებს ლოცავს, არიან სატანის მიმდევრები.

რაც ბუჩაში და მარიოპულში ხდება სცდება ომს. რა ჰქვიათ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც ერთიანად ანადგურებენ ყველა სიციცხლეს და ჯგუფურად აუპატიურებენ 9 წლის ბავშვებს?

დღეს რუსეთის მხარეს დგომა სატანის მხარეს დგომაა. დღეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ანტიქრისტეს მსახურია. დღეს საქართველოს გადარჩენა მხოლოდ სატანისტური რუსეთისგან მაქსიმალური დისტანცირებითაა შესაძლებელი.

არსებობს ამ ქვეყნად კეთილი და ბოროტი. დღეს რუსეთი აბსოლუტური ბოროტებაა. უნდა გავეცალოთ ამ ბოროტებას, რათა ჩვენი სული და სხეული გადარჩეს. ამას უნდა ამბობდეს დღეს ყველა მღვდელი და მონაზონი. თუ დღეს ქართული ეკლესია ვერ ხედავს რუსეთში გამძვინვარებულ დემონს, აბა, რას ხედავს?", - წერს უფლებადამცველი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა