თეგებით ძიება

ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია - კელი დეგნანი რუსეთის სანქციებზე

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებებია და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს.

მისივე თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მიზანია აიძულონ პუტინი, უკრაინის წინააღმდეგ ომი შეწყვიტოს, ამ სანქციების აღსრულებაში ერთიანობას კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის გამოიყენონ და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ არავის შეუძლია ამ ომის შეჩერება. ბატონმა პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია შეწყვიტოს ის დღესვე. ეს სასტიკი, ბარბაროსული თავდასხმა მეზობელ სუვერენულ ქვეყანაზე. სანქციები განკუთვნილია იმისთვის, რომ აიძულონ ის, შეწყვიტოს ომი და ერთიანობა სანქციების აღსრულებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ ზეწოლის შესანარჩუნებლად. ეს არის ის, რაც სანქციებს ასეთ ძლიერ იარაღად აქცევს. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რომ სანქციების რეჟიმი დარჩეს ძალიან მტკიცე, მჭიდრო ქსელად, რომელიც მოახდენს ზეწოლას კრემლის რეჟიმზე, შეწყვიტოს ომი,“- აღნიშნა ელჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა