თეგებით ძიება

"ისე, რა მაგარი მთავრობა გვყავს, - პირდაპირ არ ვიცი, როგორ გავიხარო!" - რას წერს დემურ გიოხელიძე

ეკონომისტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს:

"ისე, რა მაგარი მთავრობა გვყავს, -
პირდაპირ არ ვიცი, როგორ გავიხარო! ????
რაო, ჩემო კეთილო, და გაზაფხულია,
არსებული სასოფლო-სამეურნეოო მიწების დამუშავებისა და მოსავალის მიღების ნაცვლად, -
რასაც ორი დიდი დატვირთვა აქვს:
(ა) მოსახლეობის პირველადი სასიცოცხლო პროდუქციით უზრუნველყოფა და
(ბ) სტრატეგიული მარაგების შექმნა, -
მთავრობა ტურისტებს ელოდება,
ტურისტული სექტორი უნდა ისევ ავაღორძინოთო და...
ქონების გადასახადი მოუხსნა
(ვის ხარჯზე?! ადგილობრივი ბიუჯეტების ხარჯზე, ხომ?!
დუღს და გადმოდუღს რეგიონები, იცოცხლეთქო!
სინამდვილეში, ვიღაც კლანს დასჭირდა არგადახდა ამ გადასახადისა და... გაუგორეს კოჭი, ბრიყვი ხალხი კი დააბოლოს...
მოკლედ, მსოფლიო საკვები პროდუქტების რეალურის საფრთხის წინაშე დგას, - საქართველოს ეს პრობლემა სულ ცალ ფეხზე ჰკიდია, - ათასობით ჰექტარი დაუმუშავებელი დარჩება,
სამაგიეროდ, მოვლენ ტურისტები -
ბ ე ვ რ ი ტურისტი,
ბევრ ფულებს მოგვიტანენ და ჩვენ კარგად ვიცხოვრებთ!
სოფლის მეურნეობა, საკუთარი წარმოება?!
ეს ხომ მაშინ იყო, ხალხი "ბნელი" რომ იყო!
შენ დაუკარ, ბიჭო გოგი!...
დანარჩენი კი იცით! ", - წერს გიორხელიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა