ბატონი გახარია ყელმოღერებული რომ გამოდის, კარტოგრაფების საქმეზე ისაუბროს - სწორედ ამ აფიორის შედეგად გახდა ის პრემიერ მინიტრი - გიგი უგულავა
ბატონი გახარია დიდი მორალური პიედესტალებიდან ნუ საუბრობს, სირცხვილია უბრალოდ, თითქოს ვინმეს მეხსიერება ღალატობდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
„წინა არჩევნებზე „ოცნების“ თემა - გარეჯი საქართველოა, ვნახეთ, რომ იყო მთლიანად საპნის ბუშტი, რომელიც გასკდა და იქიდან არაფერი დარჩა, თვითონაც აღარ ახსოვთ, რომ გარეჯი საქართველოა, მაგრამ ამ თემით არჩევნები გაიმყარეს. შორს ვარ იმ აზრისგან რომ კარტოგრაფების საქმით მოახერხეს წინა არჩევნებში გაძრომა. სხვათა შორის, ბატონი გახარია ყელმოღერებული რომ საუბრობს, ამაზე ბატონმა გახარიამ ისაუბროს, ამ აფიორის შედეგად ის პრემიერ მინისტრი გახდა, შევახსენებ საზოგადოებას და ამ აფიორით ისარგებლა მან, ასე რომ დიდი მორალური პიედესტალებიდან ნუ საუბრობს, სირცხვილია უბრალოდ, თითქოს ვინმეს მეხსიერება ღალატობდეს",- განაცხადა გიგი უგულავამ ,,ტვ პირველის" ეთერში.