შემოსავლების ზრდა და დაწინაურება სამსახურში - როგორი იქნება მიმდინარე კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ვერძი
ჯობს, მიმდინარე კვირა რადიკალურ ცვლილებებს არ დაუთმოთ. განსაკუთრებით, უმჯობესია, თუ სამართლებრივ საკითხებთან გამკლავებას მომდევნო კვირისთვის გადადებთ. ასევე, მენეჯმენტთან, სამსახურთან დაკავშირებული თემებიც თუ შესაძლებელია, დროებით გადადეთ და ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესის ცვლილებას დაუთმეთ. შესაძლოა, ბოლო პერიოდში მომატებულ შფოთვასა და დაღლილობას გრძნობთ. ეს აშკარა ნიშანია იმისა, რომ ცხოვრების წესში რაღაც უნდა შეცვალოთ. განიტვირთეთ, დრო მეგობრებთან შეხვედრასა და გართობას დაუთმეთ. ასევე, როგორც ასტროლოგები ამბობენ, კვირის პირველ ნახევარში შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს და ბედნიერ დღეებს მოგიტანთ. (ასევე დაგაინტერესებთ: ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2024 წლის ოქტომბერი მნიშვნელოვან ცვლილებებს უმზადებს – ასტროლოგები ასახელებენ)
კურო
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში შეუძლიათ, სამსახურებრივ საკითხებს სრულიად თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ და სიახლეები დაგეგმონ. მათ ექნებათ ყველა შანსი, სასურველი პოზიცია დაიკავონ, შემოსავლის მიღების დამატებითი გზები აღმოაჩინონ და პერსპექტიულ გარემოში აღმოჩნდნენ. სტაბილური ფინანსური გარემოც გაგახარებთ, თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ჯობს, ამ კვირაში დიდი შესყიდვები არ განახორციელოთ და შემდეგი პერიოდებისათვის გადადოთ. ამავე კვირაში კუროს ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება საკმაოდ ეფექტურად მოაგვარონ და სასიამოვნო განწყობა შეიქმნან.
ტყუპები
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ტყუპები მიმდინარე კვირის განმავლობაში ემოციური ფონის მომატებას იგრძნობენ, რამაც შესაძლოა, კომუნიკაციის გართულება და კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვიოს. მეგობრებთან კამათსაც მოერიდეთ, განსაკუთრებით თუ თქვენი მეგობრები ვერძის, მორიელის ან თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები არიან. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათიც კი დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს და ერთმანეთს ძალიან აწყენინოთ. დაკავდით საყვარელი საქმიანობით, განიტვირთეთ, მოუსმინეთ სასურველ მუსიკას, დრო დაუთმეთ ჰობის. ასე შეძლებთ, შედარებით რთული დღეები მარტივად გაიაროთ და განაგრძოთ იმ საქმის გაკეთება, რომელიც გიყვართ და მოგწონთ.
კირჩხიბი
მზის დაბნელების დღეს კირჩხიბებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება გაუჭირდებათ. ამას კი დაემატება ისიც, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შესაძლოა, ტყუილისა და მანიპულაციის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და კონფლიქტურ სიტუაციებს მაქსიმალურად მოერიდეთ. კვირის მეორე ნახევარი ფინანსური სტაბილურობითა და მატერიალური კეთილდღეობით გაგახარებთ. შესაძლოა, შემოსავლის მიღების დამატებითი წყაროები აღმოაჩინოთ, განახორციელოთ თქვენი გეგმები ან არსებულ სამსახურში დაწინაურდეთ. რომანტიკულ სფეროში კვირის განმავლობაში სტაბილური და მშვიდი გარემო გელოდებათ. ხოლო, თუ მარტოხელა ხართ, შესაძლოა, სწორედ ახლა შეხვდეთ მას, ვისაც დიდი ხანია, ელოდებით.
ლომი
ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში თქვენს თითოეულ სიტყვას დააკვირდეთ და გააკონტროლოთ, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას და შეეცადოთ, სპონტანური შესყიდვები თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, საკმაოდ დაძაბულ გარემოში აღმოჩნდეთ. ამავდროულად, კრეატიულ ლომებს კვირის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ, მიიღონ შექება, მოიპოვონ პოპულარობა და ხელსაყრელი შეთავაზებები.
ქალწული
ქალწულები მნიშვნელოვან გარდაქმნას გეგმავენ და სურთ, ცნობიერების ახალ დონეს მიაღწიონ. შინაგან ცვლილებებს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება როგორც კარიერული და საგანმანათლებლო, ასევე რომანტიკული ურთიერთობების მიმართულებით. ბევრი ქალწული სამომავლო გეგმებს განაახლებს და იქ გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდი ცვლილებებისათვის ემზადებიან და ეს კვირა საკუთარ თავთან საუბრისა და ჩამოყალიბებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სასწორი
მზის დაბნელების დროს სასწორებს განსაკუთრებით რთული პერიოდი ექნებათ, ამიტომ საკუთარ თავს დრო აუცილებლად დაუთმეთ. შეეცადეთ, მშვიდად იყოთ, მედიტაციას მიმართოთ, გაისეირნოთ, საყვარელი საქმით დაკავდეთ და გონება ნეგატიური ფიქრებისაგან გაათავისუფლოთ. შესაძლოა, კვირის განმავლობაში აგრესია ხშირად გამოავლინოთ და საყვარელ ადამიანებს აწყენინოთ. ამიტომ, ყურადღებით იყავით და პირველ რიგში, შეეცადეთ, საკუთარი თავის სიამოვნებისათვის რაიმე გააკეთოთ. ეს მოტივაციასაც მოგცემთ და რთული დღეების გადატანაში დაგეხმარებათ. პარასკევიდან თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ემოციური ფონიც დასტაბილურდება.
მორიელი
მორიელებისათვის მიმდინარე კვირა, ძირითადად, მშვიდად წარიმართება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ოთხშაბათ-ხუთშაბათს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კარიერული განვითარების დიდი შანსი გექნებათ, რაც ახალ ინიციატივებთან ან არსებულ საქმეში გამართლებასთან იქნება დაკავშირებული. თუმცა, კვირის ბოლოს ყურადღება გამოიჩინეთ. შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ამიტომაც, შეეცადეთ, ემოციები გააკონტროლოთ , არ მიიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები და არ უთხრათ ადამიანებს ისეთი რამ, რაზეც მომდევნო დღეებში განსაკუთრებით ინერვიულებთ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს ასტროლოგები მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმეებსა და პირად შემოსავალზე ზრუნვას ურჩევენ. მნიშვნელოვანია, საკუთარ ხარჯებს გადახედოთ და პრიორიტეტები ჩამოაყალიბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეული სირთულეები შეგხვდეთ. იგივე ეხება პროფესიულ მიმართულებასაც. ჯობს, კიდევ ერთხელ გაიაზროთ, სად ხართ, რას აკეთებთ და ხომ არ არის რაიმე, რისი შეცვლაც გინდათ. მიმდინარე კვირა ძალიან საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში დამატებით მოტივაციასა და ბედნიერ დღეებს შემოიტანს.
თხის რქა
მიმდინარე კვირაში თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღება და კარიერული განვითარება განსაკუთრებით აქტუალური იქნება. შესაძლოა, კვირის მეორე ნახევარში სრულიად მოულოდნელად თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზება მიიღოთ, რაც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ და თვითგანვითარებაშიც. თუ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა გაქვთ ან ამ კუთხით რომელიმე პროცედურის ჩატარება გსურთ, აღარ გადადოთ და შაბათ-კვირა საკუთარ თავს დაუთმეთ.
მერწყული
მიმდინარე კვირა მერწყულებისათვის საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იქნება, იმიტომ, რომ მათ აქვთ შანსი, საკუთარ იდეაზე მუშაობა დაიწყონ, შემოიერთონ თანამოაზრეები და სიახლეები დაგეგმონ. გარდა ამისა, შესაძლოა, რაიმე ტიპის საქველმოქმედო აქციასა და აქტივობაში ჩაერთოთ, რაც თავადაც ძალიან დიდ ბედნიერებასა და დადებით ემოციებს მოგიტანთ. ამავდროულად, ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საყურადღებო ნიშნებს და ექიმთან ვიზიტი აღარ გადადოთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკულ სფეროში სიახლეები და სასიამოვნო თავგადასავლები ელოდება.
თევზები
მიმდინარე კვირის განმავლობაში თევზებს საშუალება ექნებათ, იმ ადამიანებთან, რომლებთანაც კონფლიქტი აქვთ, საერთო ენა გამონახონ და ამ კონფლიქტის მოგვარების გზები აღმოაჩინონ. კვირის მეორე ნახევარში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელოდებათ და გექნებათ შანსი, თანხა თქვენთვის სასურველ ნივთებსა და მომსახურებებზე დახარჯოთ. სასიამოვნო შაბათ-კვირა გელით. რომანტიკული ურთიერთობის თვალსაზრისით კი კვირა სტაბილურობითა და ჰარმონიით გაგახარებთ.