თეგებით ძიება

ბევრ ურთიერთობას დაესმება წერტილი. ახალ-ახალი სკანდალური ფაქტები და ინფორმაციები გასაჯაროვდება - ასტროლოგი გვაფრთხილებს

ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს:

წინა პოსტებიდან ნახავდით, ალბათ, რომ ახლა მზე-მთვარის დაბნელების პერიოდში ვიმყოფებით. 

გეტყვით, რომ 2 ოქტომბერს თბილისის დროით 19:42 საათზე იწყება მზის დაბნელება, მაქსიმუმი იქნება 22:45 საათზე, ხოლო დასასრული კი 01:47 საათზე. 

მზის დაბნელებისას მუდამაა ახალმთვარეობა, ამჯერად მისი პიკი 22:49 საათზეა. 

განსხვავებით მთვარის დაბნელებისგან, რომელიც გვიჩვენებს არსებული საქმეების დასრულების გზებს, დღის მანათობლის ციკლური ფონი უფრო მეტად ახალი სიცოცხლის შემოტანას, მომავლის პერსპექტივების გააქტიურებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გვაუწყებს. 

მზის დაბნელება გვექნება სასწორის ზოდიაქოს 10°03 გრადუსზე. 

შესანიშნავი დროა პირადი და გარშემო კონტაქტების დალაგებისთვის! 

ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო პარტნიორულ კავშირებში. ეს შეეხება საქმიან ამბებსაც. მზე ამ დროს უერთდება შავ მთვარეს,  ,,ლილითს“, თან არ დაგვავიწყდეს, რომ ზუსტი შეერთებაა, ეს მეტად ამძაფრებს სიტუაციას, შესაბამისად მკაფიოდ და თვალსაჩინოდ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა, თუ რა გიშლით ხელს წინსვლაში? 

ხომ არაა დრო კონტაქტებში კონკრეტული და მიზანმიმართული იყოთ? რაც დრომოჭმული და მოძველებულია ის მეთოდები დაივიწყეთ! გაცხრილეთ ის ხალხი, რომლებიც ხელს გიშლიან და ხვდებით რომ მათთან ყოფნა აუტანელია. 

სასწორი ამის გარდა განასახიერებს ზოგადად სამართლიანობას. 

აქედანვე გეუბნებით: ყველა შეხვედრა, ნებისმიერი საქმე, დაპირება თუ სხვა ...  7 ჯერ გაზომეთ და ერთხელ გაჭერით! არ მოტყუვდეთ სხვათა მხრიდან წამოსული კამპანიით! 

რასაც კი წამოიწყებთ იყოს იურიდიულად, ნოტარიულად დამოწმებული და დეკლარირებული, რათა აცდეთ ზედმეტ გაუგებრობებს!

ბევრ ურთიერთობას დაესმება წერტილი. ახალ-ახალი სკანდალური ფაქტები და ინფორმაციები გასაჯაროვდება, რასაც მოჰყვება სამართლებრივი დავაც. ნუ შეხვალთ ასეთ დროს კონფრონტაციაში, რამდენიც შეგეძლებათ მოითმინეთ, იყავით სტრატეგიულები, მაშინ გადადით საომარ ფაზაზე, როცა ამის საჭიროება დადგება. 

რთულია, ამის თქმა, მაგრამ, რადგანაც დაბნელების გავლენა გრძელდება მაქსიმუმ + 6 თვე, ზუსტად ახლა, ისე, როგორც არასდროს,  ,,N’’ რაოდენობის განქორწინებების სერიები დაიდება. ისედაც უჭირს მსოფლიოს ამ მხრივ და ახლა, მით უმეტეს. და არა მარტო, პირადულის, არამედ, საქმიანი თვალსაზრისითაც. 

მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული! რამდენად ადეკვატურები და სამართლიანები იქნებით. ცდუნებებს და ზედმეტ აზრებს ნუ აჰყვებით, რაც გამოიწვევს დაბნევას და დესტრუქციულ სვლებს!

აქ მარსიც შემოდის საქმეში კვადრატურით.  მარსი კირჩხიბის ნიშანს გადის. კირჩხიბში მარსი დიდი არაფერია, დაცემულ მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ თავის როლს მაინც შეასრულებს. ერიდეთ ექსტრემალურ და გამომწვევ კონფლიქტებს, დუელებს, საქმის გარჩევებს და გაუაზრებელ, სულსწრაფობას, რაც შესაძლოა დამანგრეველიც კი აღმოჩნდეს. 

მოკლედ, სიცრუის და ყალბი კამპანიების ზონაში შევდივართ მეგობრებო, ამას ფაქტებით დრო განახებთ! 

დაბნელების მაქსიმუმი 6 თვიან პროცესებზე აგებული მექანიზმია, რაც გულისხმობს უახლოეს ამბებს და ტრანსფორმაციულ პატერნებს!

ეცადეთ ყველა დეტალი, საბუთი და შემოთავაზება კარგად განიხილოთ! ყველაფერი გადაამოწმოთ! ურთიერთობებსაც გადახედეთ, რეალურად ვისგან და რას ელოდებით, რომ მოლოდინები გადაჭარბებული არ იყოს! დრო გაატარეთ მშვიდად და სამართლიანად! 

ეს არაა შესაშინებელი შეტყობინება! საკუთარი ,,მე-ს“ მესაჭე თავად ხართ, მაშასადამე, რაც მეტად დაიცავთ ამ პერიოდში წონასწორობას, სამართლიანობას და სიმშვიდეს, მით მეტად იქნებით წარმატებული! 

კარგი და პოზიტიური იქნება ეს დრო ზუსტად იმისთვის, რომ თქვენ ჩამოყალიბდეთ და გაიგოთ კარგად რა გსურთ, როგორ, რომელ ადამიანთან ან ორგანიზაციასთან, გუნდთან, ჯგუფთან თუ სხვა ... მუშაობა, თანამშრომლობა, პირადული აქტიურობა და ა.შ.  ამის გაცნობიერებისთვის გადასარევი პერიოდია! 

სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთ ვითარებაში ახალი კადრებიც იბადებიან ხოლმე, ამიტომ ნუ გაგაკვირვებთ როტაციები, ეს აუცილებელიც გახლავთ დღევანდელობისთვის. 

სხვათა შორის, ვიტყვი იმასაც რომ ძლიერ რყევებთან ერთად, იმდენად საგამოცდო ზონაა, რომ შესაძლოა სულმა სული იპოვნოს და ასეთები არ იქნებიან ცოტა. 

ახლა ბევრი მათი ცხოვრების პიროვნებებს შეხვდებიან კიდეც, ვისზეც გაკეთდება დადებითი სამომავლო გათვლაც. 

საბოლოოდ, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც უმჯობესია. გახსოვდეთ ტკივილი გაცნობიერების უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

დაბნელება დიდწილად შეეხება მათ, ვისაც პლანეტები გყავთ კარდინალური ფენის ნიშნების (ვერძი, კირჩხიბი, სასწორი, თხის რქა) დაახლოებით 7-14 გრადუსის ფარგლებში. 

გისურვებთ წინსვლებს და სასიამოვნო დღეებს! - წერს გიორგი ლობჯანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა