თეგებით ძიება

რა შუაშია პუტინი მთაწმინდაზე დასაფლავებასთან? - უკრაინაში მებრძოლი ქართველების განმარტება

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, თანამებრძოლს თბილისში, მთაწმინდაზე დაკრძალვასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებას აძლევს:

"ნოდარი მეკითხება მთაწმინდაზე რომ დამასაფლაონ, მაგისთვის რა უნდა გავაკეთოო? შენ მაგდენს ვეღარ ისწავლი, წიგნის და კონსტიტუციის დამწერი შენ არა ხარ და მხოლოდ პუტინს თუ მოკლავ მაგ შემთხვევაში მეთქი. დადის და ბოლთას სცემს ერთი საათია", - წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჯარი სწორედ პუტინის ბრძანებით შეიჭრა 24 თებერვალს უკრაინაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა