თეგებით ძიება

"არ დავუშვათ, ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს!" - ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

"2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს სი­ა­რუ­ლი, რათა გარე თუ შიდა მტრე­ბის მხრი­დან მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში, ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი მშვი­დო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და არ და­ვუშ­ვათ ის, რაც ჩვენს მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ის, რაც 2008 წელს გა­მო­ვი­ა­რეთ. არ და­ვუშ­ვათ, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის, სოფ­ლე­ბის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თავ­ზე ცე­ცხლის წვი­მა მო­დი­ო­დეს!" - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა შეძ­ლო, რომ "ამ ბეწ­ვის ხიდ­ზე სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მარ­ჯვე­ბით, 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბით ეტა­რე­ბი­ნა“.

"ეს ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სი, რა­საც ყვე­ლა ვხე­დავთ, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბი­სა და ძა­ლის­ხმე­ვის, არა­მედ იმ ბეწ­ვის ხიდ­ზე სწო­რად სი­ა­რუ­ლის შე­დე­გი გახ­ლავთ, რო­მელ­ზეც მთე­ლი გან­ვლი­ლი 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ა­რეთ და დღემ­დე ვაგ­რძე­ლებთ სვლას.

დიახ, ბოლო დრომ­დე ვცდი­ლობ­დით ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ გვე­სა­უბ­რა, რათა მო­სახ­ლე­ო­ბა არ დაგ­ვეთ­რგუ­ნა, მაგ­რამ 2012 წლის 1-ელი ოქ­ტომ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბეწ­ვის ხიდ­ზე უწევს სი­ა­რუ­ლი, რათა გარე თუ შიდა მტრე­ბის მხრი­დან მუდ­მი­ვად რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბი­სა და ქვეყ­ნის არე­ვის მცდე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში, ქვე­ყა­ნა­ში უწყვე­ტი მშვი­დო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ და არ და­ვუშ­ვათ ის, რაც ჩვენს მე­ზო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბა, ის, რაც 2008 წელს გა­მო­ვი­ა­რეთ. არ და­ვუშ­ვათ, რომ ჩვე­ნი ქა­ლა­ქე­ბის, სოფ­ლე­ბის და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის თავ­ზე ცე­ცხლის წვი­მა მო­დი­ო­დეს!

სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა იცო­დეს, რომ ამ ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი­სას, ბრძო­ლის მთა­ვა­რი ხაზი გა­დი­ო­და ჩვენს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, მშვი­დო­ბა­ზე, თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე, ჩვე­ნი რწმე­ნის, კულ­ტუ­რის, ის­ტო­რი­ის და იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, რის­თვი­საც 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ვერ­თი­ან­დით!

ჩვენ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა გუნ­დმა შეძ­ლო, რომ ამ ბეწ­ვის ხიდ­ზე სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა გა­მარ­ჯვე­ბით, 12 წლი­ა­ნი უწყვე­ტი მშვი­დო­ბით ეტა­რე­ბი­ნა და ახლა, როცა ამ რთუ­ლი გზის ბოლო მო­ნაკ­ვეთს გავ­დი­ვართ, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მთელ მსოფ­ლი­ოს კი­დევ ერთხელ ვაჩ­ვე­ნოთ ერ­თი­ა­ნო­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო მა­გა­ლი­თი და 26 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ზე ქუდ­ზე-კაცი გა­მო­ვი­დეთ, რათა ვე­რა­ვინ ვე­რას­დროს გა­ბე­დოს, რომ იო­ტი­სო­დე­ნა ეჭვი მა­ინც შე­ი­ტა­ნოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სად­მი“ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში. ვე­რა­ვინ შე­ი­ტა­ნოს მცი­რე­ო­დე­ნი ეჭვი იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ირ­ჩევს არა ომს - არა­მედ მშვი­დო­ბას; არა უცხო ქვეყ­ნის აგენ­ტებს, არა­მედ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ გუნდს; არა ფსევ­დო-ლი­ბე­რა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, არა­მედ ეროვ­ნუ­ლო­ბა­ზე, ოჯახ­ზე, რწმე­ნა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ფა­სე­უ­ლო­ბებს; არა იმ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბელ მო­ცე­მუ­ლო­ბას, რაც რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და უცხო­ელ აქ­ტო­რებს ევ­რო­პუ­ლო­ბად სურთ რომ გა­ა­სა­ღონ, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ღირ­სე­ულ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს!,“ - აცხა­დებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა