თეგებით ძიება

"როგორ გამყარდა რუსეთში რუბლი ხომ გაინტერესებთ?" - ოთო აბესაძე

პროფესორი ოთო აბესაძე რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, გაუფასურებული რუსული რუბლის კურსის აწევის მიზეზებს განმარტავს:

"როგორ გამყარდა რუსეთში რუბლი ხომ გაინტერესებთ?
ერთი დოლარის გაყიდვა (ადამიანის მიერ საფინანსო ორგანიზაციისთვის ან სახელმწიფოსთვის დოლარის მიყიდვა) დაჯდა 0.92 რუბლზე.
დოლარის ყიდვა ფაქტიურად შეუძლებელია ან თუ ვინმე იყიდის (იშოვნის) მაში გადაიხდის (ერთ დოლარში) 230-250 რუბლს
წარმოიდგინეთ საქართველოში დოლარის გაყიდვა 3.07 თეთრად და ყიდვა ერთი დოლარის 15 ლარად პირობითად

დაახლოებით ესეთი სიგიჟე გააკეთეს - დოლარის გაცემა აკრძალეს და სრული რუბლიზაცია დაიწყეს.

ეს ძალიან მოკლევადიანია ვინაიდან მათ აქვთ იმედი, რომ საკუთარ რესურსებს (გაზი, ენერგია, ნავთობი და ა.შ) გაყიდიან რუბლში (ანუ იმპორტიორი ქვეყნები იყიდიან დოლარიდან და ევროდან რუბლს და ისე მოახდენენ ანგარიშსწორებას)

პროგნოზი ‼️ უკიდურესად მაქსიმუმ 90 კალენდარულ დღეში (სანქციების არშეწყვეტის შემთხვევაში) რუსეთში მოხდება ეკონომიკური კოლაფსი და სავალუტო ღრმა კრიზისი", - წერს აბესაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა