თეგებით ძიება

"იდგა ეს კაცი... იდგა 7 საათი გაუნძრევლად... გეფიცებით" - ვის შესახებ წერს აკა სინჯიკაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი და ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ადამიანზე რომ იტყვიან ხოლმე, უშიშარიაო, ხვალიდან სულ ეს კაცი გამახსენდება და ჩემი აზრით ესენი არიან ნაღდი უშიშრები.დილას, ზღვას ოდნავ გათენება რომ დაეტყო, მაშინ უკვე იდგა ეს კაცი. მაგრად წვიმდა, მერე ქარი იყო, მერე ისევ მაგრად წვიმდა და როგორც ხედავთ, ასე იდგა 7 საათი გაუნძრევლად. გეფიცებით, აი თითიც არ გაუნძრევია ამდენი ხანი.თვალს თუ ახამხამებდა, ისიც არ მჯერა.ამ კაცს არც ომის ეშინოდა, არც ვირუსის, არც ჭინკების და დარწმუნებული ვარ, ბომბი რომ აფეთქებულიყო გვერდით, ვერც გაიგებდა. დილას ჩავედი და ახლოს გავუარე, რა ვიცი აბა მეთქი იქნებ რამე უნდა. ეგრე,გაუნძრევლად იდგა და ზღვას უყურებდა. მაგ დროს კიდევ გამოლაპარაკება, დაუდევარი და დაუფიქრებელი საქციელია. წვიმამ გადაიღო, ღრუბელმა გადაიწია და როგორც კი მზის პირველი სხივები გამოჩნდა, უცებ შეტრიალდა და წავიდა. ჩემი აზრით ყველაზე უშიშრები ისინი არიან, ვინც ჩვენთვის გაუგებარი, უზარმაზარი ტრაგედია უთქმელად გადაიტანეს.
მათ არაფრის აღარ ეშინიათ", - წერს სინჯიკაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა