მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს
მარნეულში, ერთ-ერთი ბიზნესმენის მაღაზიაში ხელყუმბარა შეაგდეს - ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ყიზილაჯლოში მოხდა. მაღაზიაში სამშენებლო მასალები იყიდება. დაშავებული არავინაა. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა შსს-მ გამოძიება და რა ეტაპზეა ის.