თეგებით ძიება

"განრიდება რომ მნდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით მიმართვის დროს განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილება რომ ნდომებოდა, შტატებში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში იქნებოდა.

"ვიღაც არაჭკუათმყოფელს უთქვამს, რომ „სააკაშვილი ჩამოვიდა საქართველოში, იმიტომ რომ განერიდა ომს უკრაინაშიო“. ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის ზუსტი თარიღების წინასწარმეტყველება რომ მცოდნოდა, ახლა ფრონტის წინა ხაზზე ვიქნებოდი და არანაირად არ ვიქნებოდი იქ სადაც ვარ, ამ შუშის უკან.

განრიდება რომ მნდომებოდა, ამერიკაშიც შემეძლო განრიდება, ჰოლანდიაშიც და ბევრ სხვა ადგილას. ამიტომ, როდესაც საუბარია იმაზე, რომ აქ ჩამოვედი, ჩამოვედი იმიტომ რომ წინასწარ გაცხადებული მქონდა ჩამოსვლა. ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველაზე უსაფრთხო იყო ყველასთვის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა