თეგებით ძიება

"ქართველ კოლეგებს შეუძლიათ «3+3» ფორმატს შეუერთდნენ" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია «3+3» ფორმატს შეუერთდეს.

"ჩვენ განვიხილეთ «3+3» პლატფორმის ამოქმედება, რომელშიც შედის სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყანა. ასევე, ირანი რუსეთი და თურქეთი. იმედი გვაქვს რომ ამ პლატფორმაზე შესაძლებელია დიალოგისთვის ახალი ფუნქციის შეძენა.

«3+3» ფორმატის ფარგლებში დაწყებული პროცესები ძალზე მნიშვნელოვანია. ქართველ კოლეგებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ამ საკმაოდ პერსპექტიულ ფორმატს, საკონსულტაციო რეგიონულ პლატფორმას «3+3»“, - აცხადებს სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, „3+3“ ფორმატის შექმნის ინიციატორები აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იყვნენ. მასში აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, ირანი, რუსეთი და საქართველო უნდა შესულიყვნენ. თბილისი ფორმატში მონაწილეობისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა