თეგებით ძიება

რუსული ხომალდი იძირება, რუსეთი დაშლისკენ მიდის - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსული ხომალდი იძირება, რუსეთი დაშლისკენ მიდის, რუსეთს ექნება წარმოუდგენელი პრობლემები და საქართველო ამ დროს უნდა ამობრწყინდეს.

მისი თქმით, საქართველომ უნდა მიაღწიოს მისი ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანას.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ რუსეთის ჯარების გაყვანას ჩვენი ტერიტორებიდან და როგორც კი ეს მოხდება, ავტომატურად მშვიდობიანად მოხდება საქართველოს გაერთიანება. ჩვენ უნდა გავერიოთ საერთო მარაქაში, ჩვენ არ შეიძლება ვიყოთ იქ, სადაც დღეს ვიმყოფებით. ჩვენ ახლა ვართ ჩაძირულ გემზე, ჩვენ ამ გემიდან დროზე უნდა გადავხტეთ და გადავიდეთ იმ გემზე, რომელიც წავა ძალიან წინ, შორს და იქნება წარმატებული“, - განაცხადა სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა