თეგებით ძიება

"ქრისტეს რას ერჩი? რუსმა რაღაც, რომ დაგიშავა ქრისტესთან რა გინდა?" - რას ამბობს მეუფე სპირიდონი?

სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი რუსეთის პატრიარქის, კირილეს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

"ჩვენ არ უნდა გავეხვიოთ იქ რაღაც ამბებში, შვილებო, როცა პოლიტიკა ერევა სასულიერო საკითხებში, იქ ყოველთვის არის ძალიან დიდი დამახინჯება, იქ არის აზროვნების გამრუდება და ძალიან ბევრი შეცდომების დაშვება. ამიტომ, არასოდეს ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებებით სარწმუნეობაში არ უნდა ვიხელმძღვანელოთ.

აბა ჩვენ რა ჭირი დაგვეტაკა, ზოგიერთს რომ გადაუტრიალდა ჭკუა? რახან რუსეთმა ასე გაგვიკეთა, არ გვინდა რუსული ეკლესიაო და ვიღაც ეპიფანე მწვალებელი, შეჩვენებული (კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი), ის ვაღიაროთო. ჭკუა გვაქვს თავში კაცო? ქრისტეს რას ერჩი? რუსმა რაღაც, რომ დაგიშავა ქრისტესთან რა გინდა? დაინგრევი და განადგურდები. ვის ეხები ქრისტეს ეკლესიას? ამიტომ არ შეიძლება ეს“, - აცხადებს მეუფე სპირიდონი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა