თეგებით ძიება

"ასე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი ფრონტიდან?

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში იბრძვის, ფრონტიდან სახალისო ამბავზე წერს.

"ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა. მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც "კარგა მამაპაპურად" დედა გადაუკურთხა - ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.

ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა.

რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა", - წერს ოქრუაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა