თეგებით ძიება

"არსებულ ვითარებაში ბუჩაში მიწვევა "არარელევანტურია" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ გამოგზავნილი მოწვევა არარელევანტურია.

"პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, არის სამწუხარო რეალობა, როდესაც ვისმენთ სამწუხაროდ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი მიზეზი, აქ დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არის არარელევანტური., ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები", - ამბობს კობახიძე, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულებს მემორიალთან პატივი მიაგო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა