თეგებით ძიება

"რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც" - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჯურნალისტებთან საუბრისას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტრაბანდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა.

"როცა „Fake“ ვრცელდება, მას უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა გადაიდგას. მტკიცებულება შეიძლება წარადგინონ იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ. რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფრომაციით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა