თეგებით ძიება

"ზელენსკი არის ადამიანი, რომლის ერთმა წინადადებამ შეიძლება სანქციები დაადოს ბიძინა ივანიშვილს" - მიხეილ მაჭავარიანი

საგადასახადო შემოსავლების ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ზელენსკი არის ადამიანი, რომლის ერთმა წინადადებამ შეიძლება სანქციები დაადოს ბიძინა ივანიშვილს.

"ჩემი მიგნებაა, თუ რატომ ქართული ოცნების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ზელენსკის - ზელენსკი არის ადამიანი, რომლის ერთმა წინადადებამ შეიძლება სანქციები დაადოს ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ და ზელენსკი გამოდის და მოუწოდებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ამ მოქმედებას, თქვენ როგორ გგონიათ, ეს მარტივად გადაივლის?

დღეს არის სიტუაცია, როცა ზელენსკი არის სიმბოლო, ისევე როგორც ვაცლავ ჰაველი იყო სიმბოლო ხავერდოვანი რევოლუციის, რომის პაპი იოანე პავლე მეორე იყო სიმბოლო გარდაქმნის, დღეს ასე, ზელენსკი არის სიმბოლო იმ ბრძოლის, სადაც ევროპის ბედი წყდება“, - განაცხადა მაჭავარიანმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა