თეგებით ძიება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

ე.წ. პრეზიდენტობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის. ესენია: მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი, პარტია "ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი, ე.წ. პარლამენტის ყოფილი "დეპუტატი" დიმიტრი ტასოევი, "დეპუტატი" გარი მულდაროვი და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე პლიევი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე 76 საარჩევნო უბანია გახსნილი. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სულ 40 000 ბიულეტენი მოამზადა.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, კრემლმა აფხაზეთი და სამაჩაბლო ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა და მათი ოკუპაცია განახორციელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა