თეგებით ძიება

"სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს და უკრაინაში ცხელი ჭურვების წვიმაში წავიდა" - თამთა შიოშვილი მამაზე

სოციალური ქსელში მომხმარებელი, თამთა შიოშვილი თავის მამაზე წერს, რომელიც საბრძოლველად უკრაინაში წავიდა.

"როდესაც ჩვენი თანამემამულეების მცირე თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ნაწილი იძახდა

- "აბა ომი გინდათო?" მამაჩემმა უბრალოდ ჩაიცვა ფორმა და წავიდა
წავიდა ისე რომ მხოლოდ წასვლის დღეს გავიგეთ მისი გადაწყვეტილების შესახებ,
სხეულით ჯერ კიდევ აფხაზეთის დროინდელ ტყვიებს ატარებს და უკრაინაში ცხელი ჭურვების წვიმაში წავიდა.

ასეთი კაცის შვილი ვარ და დღეს ამაყი ვარ როგორც არასდროს!!!
ვერანაირი პოლიტიკა და ვერანაირი ტყვია ვერ წამართმევს იმ თავისუფლებას რომელიც ბავშვობიდან შთამაგონეს და რომელიც მუდმივად ჩემშია!!!", - წერს თამთა შიოშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა