თეგებით ძიება

191 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით - უკრაინის ფოსტა

უკრაინის სახელმწიფო ფოსტა “Ukrposhta“ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს, რის მიხედვითაც 191 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით.

„უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია 1-ლი აპრილის მონაცემებს ასახავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა.

უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა ლოგისტიკურად „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო უკრაინის ფოსტასთან თანამშრომლობით. ამასთან, “საქართველოს ფოსტამ“ დაიწყო კამპანია და უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფიზიკური პირებისგან, უფასოდ აგზავნის ჰუმანიტარული დანიშნულების საფოსტო გზავნილებს უკრაინის მიმართულებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა