თეგებით ძიება

"უსიტყვოდ ამოიღო ქვითარი და დაიწყო შევსება, გამომიწერა ჯარიმა 100€, შემდეგ კიდევ ერთი 100€-იანი ქვითარი და პირველის გვერდით ჩააცურა..." - რა მოხდა ბერლინში?

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლარისა ბუბელო ფეისბუკზე ბერლინში გადამხდარ ისტორიას იხსენებს.

"ვდგავარ ბერლინში ტროტუარზე, და ვაკვირდები როგორ მიახლოვდება პოლიციელი.
- ეს მანქანა აქიდან უნდა მოაცილოთ! მეუბნება მკაცრად.
- და რატომ? მგონი ის არავის უშლის ხელს- ვპასუხობ.
პოლიციელი გადმოვიდა მოტოციკლიდან, უსიტყვოდ ამოიღო ქვითარი და დაიწყო შევსება. გამომიწერა ჯარიმა 100€. გამარჯვებული სახით თვალი თვალში გამიყარა და საქარე მინის საწმენდში ჩაამაგრა...
- ბოროტი! - წამოვიძახე.
პოლიციელმა მოხია კიდევ ერთი 100€-იანი ქვითარი და პირველის გვერდით ჩააცურა, იგივე მოქმედება გაიმეორა, როცა მას ფაშისტი ვუწოდე...
15 წუთში კი, როცა უკვე ქვითრები დაუმთავრდა და საქარე მინა სავსე იყო ერთმანეთის მიყოლებით ჩაწიკწიკებული 100 ევროიანი ჯარიმებით, დაჯდა მოტოციკლზე და წავიდა.
მისთვის სულ ერთი იყო.
მე მხრები ჩამოვუშვი, მოვტრიალდი და წამოვედი... ჩემთვისაც სულ ერთი იყო, ეს ხომ ჩემი მანქანა არ ყოფილა... ფეხებზე არ მკიდია, ვიღაც მოსკოველი ფაშისტის გადასახდელი ჯარიმები?", - წერს ლარისა ბუბელო.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა