თეგებით ძიება

უმრავლესობის წევრები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან - მდინარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში უხელმძღვანელებს დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩასასვლელად მზად არიან. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის საკითხს, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ამისთვის გარკვეული წინაპირობები არსებობს.

"საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის დღესვე, ხვალვე, როცა საჭირო იქნება, როცა პროტოკოლურად შეთანხმდება ეს საკითხი და ფიზიკურად დალაგდება წასვლის თემა, შეგვიძლია, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან რამდენიმე ადამიანი წავიდეს უკრაინაში და გამოთქვას დამატებით კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს, მოგეხსენებათ, რომ დამატებითი პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია და მან რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც მოტანილ არც ერთ საკითხთან, კითხვასთან, თხოვნასთან, თუნდაც მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. თუ ყველა ჩვენ ობიექტურად დავრწმუნდებით და მივიღებთ რეალურ პასუხს, შეურაცხყოფაზე პასუხს მივიღებთ, ელემენტარულად ამ შეურაცხყოფის უკან წაღებულ ერთ სიტყვას მაინც მივიღებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზად არის და მისი განცხადებიდან და პათოსიდან ეს ჩანდა, რომ ამ დელეგაციას ჩაუდგეს სათავეში," - განაცხადა მდინარაძემ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა