თეგებით ძიება

"თუ ბრძოლა მოგვიწია, ყველა ვიბრძოლებთ, მაგრამ მთავარია არ მოგვიწიოს ომში ჩართვა" - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველო არ ჩაერთვება იმ გეგმაში, რომელიც "ნაცმოძრაობას“ და მის მეგობრებს აქვთ.

"ღმერთმა დაგვიფაროს რომ ბრძოლა მოგვიწიოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ყველანი ვიბრძოლებთ და ვერ მიგვასწრებენ ბრძოლაში ის ხალხი, რომელიც თავის დროზე უბნებში ვერ ჩამოდიოდა შიშით საკუთარი კორპუსებიდან და მართლაც, ტვინი ნუ წაიღეს ამ ფსევდოპატრიოტიზმით. ეს ხალხი ნუ გვასწავლის ჩვენ ვაჟკაცობას. თუ ბრძოლა მოგვიწია, ყველა ვიბრძოლებთ, მაგრამ მთავარია არ მოგვიწიოს ომში ჩართვა და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. მარგველაშვილი კი არა, ვინც არ უნდა ჩართონ, მათ ამ ბინძურ გეგმაში საქართველოს წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა