თეგებით ძიება

"იაფი" წამალი კონსულტაციების ჩათვლით კიდევ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე აქამდე იყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს არჩილ გამზარდია?

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია მედიკამენტების შესაძლო გაძვირების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ქართული ოცნება" ისე ხომ არაფერს გააკეთებს, რაიმე მავნებლობა რომ არ მოაყოლოს.

დღე­ი­დან ექი­მი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რომ წა­მა­ლი მხო­ლოდ გე­ნე­რი­კუ­ლი, ანუ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­სა­ხე­ლე­ბით გა­მო­წე­როს და მას შემ­დეგ რაც ექი­მი გა­მო­წერს რე­ცეპტს, ფარ­მა­ცევ­ტი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მო­ქა­ლა­ქეს 3 ყვე­ლა­ზე იაფი წა­მა­ლი შეს­თა­ვა­ზოს.

რას ნიშნავს ეს? - მაგალითად, მე, როგორც ასთმიანს, ძლიერი ანტიალერგიული პრეპარატები მესაჭიროება და დღემდე ვიყენებდი ევროპული ხარისხის პრეპარატებს ჩემი ჯანმრთელობისათვის.

პრემიერის ამ გადაწყვეტილებით, ექიმი ხომ ვერ გამომიწერს იმ პრეპარატებს, რაც ზუსტად მჭირდება, ხოლო ფარმაცევტები "მტენიან" ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ნაკლებად ეფექტურებია და მჭირდება უფრო მაღალი ხარისხის პრეპარატები. თანაც, ეს ექიმმა უნდა ატვირთოს ქსელში და უნდა შეილახოს არაერთი ჩვენგანის უფლება ხარისხიანი პრეპარატების წვდომაზე. მაგალითად, იგივე ანტიალერგიული პრეპარატების კუთხით, იქნებ ექიმთან ერთად ვთანხმდები, რომ მესაჭიროება შევიძინო ვთქვათ "სინგულარი", რომელსაც შვეიცარია აწარმოებს და არა მისი მოქმედი ნივთიერების მხოლოდ იაფიანი ვარიანტი? ასევეა მთელი რიგი ჯგუფები პრეპარატებისა.

საერთოდ, რატომ გვიზღუდავთ მომხმარებლებს, რომლებიც ვთანხმდებით ექიმებთან ამა თუ იმ პრეპარატზე, განვსაზღვროთ რომელ პრეპარატებს შევიძენთ?
ან რატომ არ უნდა შემომთავაზოს იაფიან პრეპარატებთან ერთად ყველა ის პრეპარატი ფარმაცევტმა, რომელშიც შესაბამისი მოქმედი ნივთიერება შედის?
რა უფლებით?

ამას გარდა, რიგი პრეპარატების კუთხით, ექიმის მიერ ატვირთული რეცეპტებია საჭირო, ზოგი ადამიანი, ქრონიკული დაავადებების გამო, მუდმივად იღებს პრეპარატებს და ახლა ექიმთან უნდა იარონ, არ აქვს იქნებ კონსულტაციის გადახდის საშუალება მუდმივად, მაშინ რა ჰქნას? დარჩეს წამლის გარეშე?
ისე გააკეთეთ რამე, რომ პარალელურად არ აფუჭოთ რაღაცეები, თუ გვაძლევთ საშუალებას, შევიძინოთ საჭიროებისამებრ იაფიანი პრეპარატები, ნუ გვიზღუდავთ წვდომას უფრო მაღალი ხარისხის პრეპარატებიც შევიძინოთ.

ამას გარდა, ყველაზე მეტი სიყალბე ისაა, რომ ეს "იაფიანი" პრეპარატები მოქალაქეს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება, ექიმთან მუდმივი ვიზიტების საჭიროების გამო, რადგან ელექტრონული რეცეპტებისათვის კონსულტაციები უნდა მიიღონ მუდმივად პაციენტებმა, რაც ძალიან ძვირი ღირს და ჯამში "იაფი" წამალი კონსულტაციების ჩათვლით კიდევ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე აქამდე იყო", - წერს გამზარდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა