თეგებით ძიება

შეუძლებელია, ვიდრე ცოცხლები ვართ, შევეგუოთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი სიწმინდეების მოლოცვის საშუალება არ გვაქვს - შალვა პაპუაშვილი

შეუძლებელია, ვიდრე ცოცხლები ვართ, შევეგუოთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი სიწმინდეების მოლოცვის საშუალება არ გვაქვს, ამიტომ ვერ იარსებებს სხვა უზენაესი მიზანი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

„1 ოქტომბერი წმინდა მოწამეთა ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების ხსენების დღეა. 

კახეთის აჯანყების მოთავე და ქვეყნის გადაჯიშების უდიდესი განსაცდელისგან გამომხსნელი მმართველები სამშობლოს გადაეფარნენ და გამარჯვების შენარჩუნება საკუთარი სისხლის ფასად შეძლეს. ისინი ეწამნენ რწმენისთვის, ხალხისთვის და საქართველოსთვის.

წვალებით ჩამოსვენებული მათი წმინდა ნაწილები იკორთის უმშვენიერეს და საგვარეულო ტაძარში დაკრძალეს, რომელიც დღეს გამყოფ საოკუპაციო ზოლს მიღმაა დარჩენილი. შეუძლებელია, ვიდრე ცოცხლები ვართ, შევეგუოთ მდგომარეობას, როდესაც ჩვენი სიწმინდეების მოლოცვის

საშუალება არ გვაქვს. ამიტომ, ვერ იარსებებს სხვა უზენაესი მიზანი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაა.

ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელს განსაკუთრებული ეროვნული და სულიერი დატვირთვა აქვს ახმეტელებისთვის. ამიტომ, განსაკუთრებული გრძნობაა, ახმეტელებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა.

წმინდა დიდმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს და შეგვეწიოს ქვეყნის წინსვლის, განმტკიცების და გამთლიანების საქმეში!“, - წერს პაპუაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა