„ეს კი იერუსალიმი! წმინდა ადგილების თავზე!“ - ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე ვიდეოს აქვეყნებს
ჟურნალისტი მიხეილ ხაჩიძე სოციალურ ქსელში იერუსალიმის დაბომბვის კადრებს აქვეყნებს.
ეს კი იერუსალიმი! წმინდა ადგილების თავზე!
ტერორისტები უნდა განადგურდნენ!!! - წერს მიხეილ ხაჩიძე.
ცნობისთვის, ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. როგორც ისრაელის არმიაში აღნიშნეს, საჰაერო თავდაცვამ რაკეტების დიდი ნაწილი გაანეიტრალა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ირანიდან დამატებითი სარაკეტო შეტევის საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას შეუძლია, თავშესაფრები დატოვოს.