თეგებით ძიება

"საქართველოს პოზიცია გულისამრევია, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერეს?" - თომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს პოზიაციაზე საუბრობს და მთავრობას აკრიტიკებს.

"სამწუხაროდ, საქართველოს ამ თვალსაზრისით არც არაფრის გაკეთება შეუძლია - ის [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით - და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში",- ამბობს ილვესი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა