თეგებით ძიება

"იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, მადლობა გადავუხადე, რადგან სიკვდილისგან მიხსნა" - მამუკა ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილზე

მომღერალი, მამუკა ჩარკვიანი გადაცემა "ჩაის" სტუმრობდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის საოპერაციოდ გადარიცხულ თანხაზეც ისაუბრა.

"სიმართლეა, კი, ბატონმა ბიძინამ გადმომირიცხა საოპერაციო ფული. რომ ჩავფრინდი მეორე დღესვე გამიკეთეს ოპერაცია ფული უნდა მქონოდა, ესეთი წესია იხდი – იკეთებ, გადმომირიცხა ფული და დიდად მადლობელი ვარ...

მაშინ მამა ცოცხალი იყო, მამამ დარეკა პირველად რომ იყო პრემიერი, იმას უთხრა ბიძინას მინდა დაველაპარაკოო. ბატონ ბიძინას ვეტყვიო და ცოტა ხანში რომ გადმორეკოთო, მამაჩემმა უთხრა ცოტა ხანში, მამუკა აღარ იქნებაო, ეგეთი სიტუაცია იყო... რამდენი გნებავთო უთხრა და გადმორიცხეს, კულტურის სამინისტროდან…

მე მადლიერი ვარ, უმადური არ უნდა იყოს კაცი, მე მადლობა გადავუხადე მას… იმისთვის კი არ გადამიხდია მადლობა, რომ მთელი ცხოვრება იქ იჯდეს, გადავუხადე მადლობა, სიკვდილისგან მიხსნა და კიდევ ვუხდი ამ მადლობას. მოვიდეს ცოტა აზრზე. შეცვალოს რაღაცა" - განაცხადა მომღერალმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა