თეგებით ძიება

"ეს იყო საჰაერო შეტევა" - რა მოხდა დოლიძის ქუჩაზე?

ჟურნალისტი, ნათია ორველაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"წუხელ დოლიძეზე ისევ ვიღაცამ რაღაც იზეიმა. დაახლოებით 01:30-ზე
გამეღვიძა გულგახეთქილს. არ ვიცი სად მეგონა რომ ვიყავი, მაგრამ ჩემთვის 2-3 წამის განმავლობაში ეს იყო საჰაერო შეტევა, რადგან ტვინით ძირითადად იქ ვარ. არადა ამ ქალაქში ახლა ბევრი უკრაინელი ცხოვრობს - დიდებიც პატარებიც. ამათ მართლა ომი გამოიარეს. ძალიან გთხოვთ, სულ რამდენიმე თვე გავძლოთ ამ ბათქა-ბუთქის გარეშე.
P.s ისე ძაღლებს და ჩიტებსაც ძალიან ეშინიათ ხოლმე, მაგრამ ადამიანებით დავიწყოთ.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში ოდნავ შემცირებულია ასეთი ხმაურიანი აღნიშვნები", - წერს ორველაშვილი.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა