თეგებით ძიება

ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაიჭრა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს

ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„[ისრაელში საქართველოს] საელჩოში შემოვიდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ. მიმდინარეობს ოფიციალური არხებით გადამოწმება. ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოს ერთი მოქალაქის დაჭრის შესახებ შეგვიძლია ინფორმაციის დადასტურება“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენებია ჩართული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა