თეგებით ძიება

ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს - ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია ცვლილებისთვის პირველ საარჩევნო ყრილობაზე, რომელიც ქალაქ რუსთავში ტარდება, სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია, რადგან ეს არის ცივილიზაციური ომი, მეორე მხარეს დგას რუსეთი და ორივე მხარისთვის ფსონები ძალიან მაღალია.

„ეს არჩევნები არ არის მარტივი არჩევნები, ეს არ არის მარტო ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ეს არჩევნები არის ცივილიზაციური ბრძოლა, ზუსტად ისეთი, როგორიც ისტორიის წიგნებში წაგვიკითხავს. მეორე მხარეს არის რუსეთი და უნდა გვესმოდეს, რას კარგავს ის. ამის გააზრება მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში, რუსეთი კარგავს არა მარტო საქართველოს, არამედ კარგავს გავლენას სამხრეთ კავკასიაზე, კარგავს გავლენას შავ ზღვაზე, კარგავს მონოპოლიას სახმელეთო გადაზიდვებზე აზიიდან ევროპისკენ. საბოლოო ჯამში, რუსეთი იღებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრ და სავარაუდოდ ნატო-ს წევრ წარმატებულ ქვეყნებს საკუთარ საზღვრებთან და რაც ნიშნავს, რომ ეს შეიძლება გადაედოთ სხვა ქვეყნებს, რომლებიც ესაზღვრებიან რუსეთს.

ეს ყველაფერი რუსეთისთვის სერიოზული პრობლემაა. ეს არჩევნები პრინციპული არჩევნებია იქითა მხარისთვისაც, ამიტომ არის ფსონები ძალიან მაღალი, ამიტომ არის ეს არჩევნები ცივილიზაციური არჩევნები. ეს კოალიცია შეიქმნა ამის გააზრებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა