თეგებით ძიება

"პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ქართველი კრიმინალები არიან.

"ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან. ქართველი კრიმინალები არ უნდა იყვნენ უკრაინის ხელისუფლებაში, ეს არის პირველ რიგში უკრაინის ხელისუფლების ინტერესებში.

ომი რომაა ქვეყანაში, უკრაინაში და რომ არის ასეთი მძიმე მდგომარეობა და ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ სააკაშვილი, ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და სხვები, თავიანთი ნაბიჯებით საქართველოს მიმართ. სწორედ ამიტომ არის საჭირო ამ პირევის გათავისუფლება უკრაინის ხელისუფლებისგან", - თქვა ირაკლი კობახიძემ.


პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე კიევს მოუწოდებს, თანამდებობიდან გადააყენოს 3 ქართველი პოლიტიკოსი, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა