თეგებით ძიება

"უკრაინელი ბავშვები კალმისტარს და რვეულს ვერ ყიდულობენ, დავეხმაროთ" - ნინო ჟვანია

ჟურნალისტი, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში უკრაინელი ბავშვების შესახებ წერს, რომლებიც საქართველოში ომის გამო ჩამოვიდნენ.

"ადრეც დავწერე, უკრაინელი ბავშვებისთვის ვინც სკოლაში წავიდნენ კალმისტარს და რვეულს ვერ ყიდულობენ მშობლები. არ აქვს ამ ხალხს ქეში, არა. შამპუნი და ბრიტვა ვერ უყიდიათ და ყველას მხოლოდ ტანსაცმელი მიაქვს სახლიდან, აღარ გვინდა ამდენი ჯინსებიო.
ვერ დავძარი მაშინ კომპანიები სასკოლო ნივთები რომ მიეტანათ 7 ბავშვისთვის. მეგობრებმა ვუყიდეთ, წავუღეთ.
ახლა ისევ მწერს, გუშინ მარიუპოლიდან ჩამოვიდა 100-მდე ქალი ბავშვით. ეს ბავშვებიც ზოგი სკოლაში მიდის, ზოგი ონლაინ თავის მასწავლებელს ერთვება, ისევ დაგვეხმარეო და რა გახდა ამ კომპანიებისთვის 15 ულიმიტო ინტერნეტის და 15 რვეულის გადაცემა ასეთი ბავშვებისთვის ვერ ვხვდები :((
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, ცოტ-ცოტა შევუგროვოთ და წავუღოთ ისევ ჩვენით რა", - წერს ჟვანია.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა