თეგებით ძიება

"მე გავხდები აშშ-ის პირველი ქართველ-ამერიკელი ქალი პრეზიდენტი, რუსეთს დავშლი და მეზობლებს დავურიგებ ტერიტორიებად..." - რას წერს ნანა გეგეჭკორი

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი უკრაინაში მიმდინარე ომს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქალიშვილის გადაწყვეტილების შესახებ წერს:

"რაც ომი დაიწყო სახლში სხვა არაფერზე ვსაუბრობთ და ვფიქრობთ. ბავშვებს ამ ომის მაგალითზე უფრო ადვილად ვუხსნით რა გადაგვხდა მე, გიორგის და ლამის ნახევარ მილიონს საქართველოში. 10-11 წლის არიან, გამორჩეულად მგრძნობიარენი. სკოლაში უკრაინელი მეგობრებიც ყავთ და მათგანაც მოაქვთ ტკივილი.

ხედავენ ამერიკის პრეზიდენტს რომ ვართ მიჩერებული იმედით, როდის რა იარაღს მიაწვდის უკრაინას და როდის დაიცავს მათ ცას, რათა ადამიანები არ იხოცებოდნენ ყოველ დღე.

ნინო (უფროსი) ისე შეძრა ამ ამბებმა, ეტყობა დიდიხანია გამოსავალს ეძებს. ჰოდა მიაგნო... მე და გიორგის გამოგვიცხადა, მე გავხდები ამერიკის პირველი ქართველ-ამერიკელი ქალი პრეზიდენტი (გაურკვევია რომ აქ დაბადებულს ამის უფლება აქვს), რუსეთს დავშლი და მეზობლებს დავურიგებ ტერიტორიებად, რომ ვერასდროს დაესხან თავს ვერავისო.

მას მერე გამუდმებით არკვევს რა საგნები დაეხმარება გაპრეზიდენტებაში. სახატავებზე მკითხა, ეს ტყუილა დახარჯული დრო ხომ არაა, როგორ უნდა დამეხმაროს გაპრეზიდენტებაშიო.

გულით მინდა ოდესმე, ვინმეს აუხდეს ნინოს ოცნება და მართლა დაშალოს ეს აგრესიული ქვეყანა, რომ გაქრეს ბოროტება დედამიწიდან", - წერს გეგეჭკორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა