თეგებით ძიება

გადაწყვეტილება მიღებულია - საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ომში მყოფ უკრაინას ეწვევა.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს განხორციელდება.

"შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ვადები დამოკიდებულია რა თქმა უნდა, გარკვეულ პროტოკოლურ ნაწილთან.

დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა პრაქტიკულად დღეს ხვალ რეჟიმში, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული", - აცხადებს სერგეენკო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა