თეგებით ძიება

"ამერიკა იბრძვის ყოველივე რუსულის ამოსაშანთად და გასანადგურებლად... ასეთ მსოფლიოს მომავალი არა აქვს" - ნათია ჩხეტიანი

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი ქართულ პოლიტიკასა და მსოფლიო გეოპოლიტიკასთან დაკავშირებით, საკუთარ მოსაზრებას სოციალურ ქსელში აზიარებს:

"ქალბატონი სალომე, როგორც საჭიროდ ჩათვლის ისე მოიქცეს. მეც მიმაჩნია, რომ ერის არჩეული პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს, როგორც პიროვნება ისე ერი პასუხისმგებელია საკუთარ არჩევანზე, რისი კულტურაც ჩვენ ნაკლებად გვაქვს.

ეს პატომრობის ფაქტი, ქართულ ქორწილებს მაგონებს, თვალუწვდენელ საქორწინო დარბაზებში წამოჭიმული სიძეები დღეს ციხეში ნარზე რომ არიან მოკუნტულები, ოჯახური ძალადობის ბრალდებით.

არჩევანი პერსონალური პასუხისმგებლობაა და დიდი მორალური ტვირთია, როგორც პიროვნების, ისე ერის, ამიტომ ვთვლი, რომ უნდა იყოს თავისუფალი, მაგრამ მანამდე აიკრძალოს სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა, როგორც ერისა და ქვეყნისთვის საზიანო.

ჩვენს ზედმეტად ევროპული ღირებულებების მოტრფიალე პრეზიდენტს უნდა ესმოდეს კარგად, რომ მსოფლიოში ბრძოლა მხოლოდ პუტინის წინააღმდეგ არ მიდის, არამედ ყოველივე რუსულის წინააღმდეგ, კულტურა, მწერლობა, ლიტერატურა, ენა, სარწმუნოება….

ამ ბრძოლას სათავეში უდგას ამერიკა, ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ 150 წლის წინ მონები ყავდა და მოსახლეობის ეროვნება დღემდე დაუდგენელია. ამერიკა თავისი ლობისტების მეშვეობით იბრძვის ყოველივე რუსულის ამოსაშანთად და გასანადგურებლად, ეს მსოფლიო ისტოროულ კანონზომიერებას ეწინააღმდეგება და ასეთ მსოფლიოს მომავალი არა აქვს.
ისტორიკოსებო, რატომ ხართ ჩუმად?
არ გრცხვენიათ ახლა სიჩუმის?
თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ თორმეტი მილიონიდან შემცირდა თუ არა ქართველი ერი ორ მილიონამდე?
გეორგიევსკის ტრაქტატმა უზრუნველყო თუ არა, გადაშენების პირას მყოფი ქართველი ერის და მართლმადიდებლური სარწმუნოების გადარჩენა ამაზე თქვენ უნდა საუბრობდეთ, ისტორიკოსის ვალდებულებაა ეს და იმის გამო, რომ ვიღაც სრულიად უწიგნური გაგლანძღავთ ფაქტების გახმოვანებისგან თავს არ უნდა იკავებდეთ", - წერს ჩხეტიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა