თეგებით ძიება

სტეფანჩუკი - პაპუაშვილთან ხვალ სატელეფონო საუბარს გავმართავ - მზად ვარ, მასთან უკრაინაში ვიზიტის ყველა დეტალი განვიხილო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ხვალ სატელეფონო საუბარს გავმართავ - მზად ვარ მასთან უკრაინაში ვიზიტის ყველა დეტალი განვიხილო, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ "იმედთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მან მსოფლიოს ყველა პარლამენტის სპიკერი მოიწვია იმისთვის, რომ საკუთარი თვალით იხილონ, რა ხდება უკრაინაში.

„ჩვენ გვქონდა მასთან საუბარი. ხვალ მექნება სატელეფონო საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო მოწვევა. მზად ვარ მასთან განვიხილო ყველა დეტალი მისი უკრაინაში ვიზიტისა. მე ვიცი, რომ მას აქვს ჯანმრთელობის მცირე პრობლემები. მას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა შევხვდე მას კიევში და ვაჩვენო ის ადგილები, როლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ დელეგაციას, რომელიც აპირებს უკრაინაში ჩამოსვლას“, - აღნიშნა რუსლან სტეფანჩუკმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა