თეგებით ძიება

"ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე მე და ჩემი ბიჭი..." - რას წერს ავარიაში მოხვედრილი 8 წლის ბიჭის დედა?

8 წლის დათი ქოქრაშვილის, დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"თითქმის ყოველ შაბათ-კვირას დედაენის ბაღში ვგორაობდით ხოლმე ასე მე და ჩემი ბიჭი თავისი ტკბილი ხმით მეტიკტიკებოდა ხოლმე,მუსიკებს ვუსმენდით და სკეიტბორდით ვკატაობდით, ნუ, ვცდილობდით მაინც მერე რამე გემრიელობას გამოვიძახებდით და იქვე ბალახზე მივირთმევდით… კიდე მინდა მასე დეე, გთხოვ…“, - წერს დათი ქოქრაშვილის, დედა.


შეგახსენებთ, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა. მოზარდისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, რის შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ავტომობილის მძღოლს, დავით ჯალაღონიას.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა