მოკლულია ერთი და დაჭრილია 2 ადამიანი - მკვლელობა სენაკში
სენაკის მუნიციპალიტეტში, გორის ქუჩაზე, წუხელ მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ოჯახს სახლში დანით შეიარაღებული 2 პირი მიუვარდა - მოკლულია ერთი და დაჭრილია 3 ადამიანი. მოკლულია 25 წლის მამაკაცი.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილებს შორის მეზობლებიც არიან. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები. დაწყებულია გამოძიება.
წყარო: მთავარი არხი