თეგებით ძიება

"აშშ-მ ოფიციალურად დაადასტურა შორი მოქმედების არტილერიის უკრაინისათვის მიწოდება, უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!" - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა შორი მოქმედების არტილერიის უკრაინისათვის მიწოდების შესახებ…
”ვაშინგტონი მუშაობს არტილერიის უკრაინაში გადატანაზე”, - თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი
????????მისი თქმით, ბაიდენის თანაშემწეს ორსაათიანი საუბარი ჰქონდა უკრაინელ ოფიციალურ პირებთან სამხედრო დახმარების შესახებ.
დეტალები ბუნებრივია არ ვრცელდება

სავარაუდოდ უკრაინას მიაწვდიან(ან მიაწოდეს უკვე):

- M270 MLRS-თვითმავალი მრავალფუნქიური გამშვები სარაკეტო სისტემა, მოქმედების რადიუსი 45-70 კმ
- MGM-140 (ATACMS)ტაქტიკური სარაკეტო საარტილერიო და ტაქტიკური ბალისტიკური სისტემა, მოქმედებეის რადიუსი 300 კილომეტრი,
- M142 HIMARS- მაღალი მობილური საარტილწრიო სარაკეტო სისტემა, 227 მმ კალიბრი, მოქმედების რადიუსი 300-510 კილომენტრამდე…

უკრაინისათვის შეარაღების მიწოდების პრაქტიკაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯლებეთ განცხადებები გადაცემასთან დაკავშირებით ხორციელდება მაშ შემდეგ რაც ის უკვე უკრანაში აქვთ შეტანილი…

დღეს ასევე პენტაგონის წარმომადგენელმა დაადასტურა რომ უკრაინაში შეიტანეს უკვე Switchblade-ები უპილოტო კამიძაძე დრონები რომელიც ძალზედ მობილურია და მათი გამოყენება უკრიანის არმიას მეტ მობილურობისა და მანერვის საშუალებას მისცემს…

ხარკოვის აღმოსავლეთით სლობოჟანკა-ჩუგოევის ოკუპირებულ ხაზზე რუსული საოკუპაციო ძალების პირევილი ეშელონის 12 კილომეტრიანი კოლონის აბსოლიტური უმრავლესობა უკვე დაფრქვა უკრაინის ცალკეულმა სამხედრო დანაყოფებმა კორექტირებადი საარტილერიო ცეცხლითა და მობილური კარგად მანევრირებადი მცირე სამხედრო ჯგუფების მიერ ჩასაფრებების მოწყობის შედეგად, შესაბამისად ამ კოლონის მხოლოდ მცირე ნაწილება მიაღწიეს მხოლოდ ქალაქ იზიუმის მისადგომებს ჩრდილოეთის მხრიდან, რომელის მისადგომებს დასავლეთით-აღმოსავლეთით-სამხრეთით უკრიანის არმიის ნაწილები აკონტროლებენ, ამ დროისათვის დაიწყო რუსული საოკუპაციო ძალების გადასროლა ოკუპირებული ლუჰანსკის მხარეს რომ იქედან მოხდეს შეტევა პოპასანი სევეროდონეცკის მიმართულებაზე, რუსები ცვლიან შეტევის მიმართულებებს თუმცა ამაოდ, ცდილობენ შემოვლა განახორციელონ ფლანგებიდან და მარწუხის რკალი შექმნან ლუჰანსკის რეგიონში თუმცა შეტევიბის განხორციელება უჭიანურდებათ, ამას ემატება რთული მეტოროლოგიური პირობები და გზაზე უწევთ კოლონების გადაადგილება რაც ადვილი სამიზნე ხდება უკრაინული არმიისათვის, არ აქვთ სწორი და დროული სადაზვერვო ინფორმაცია.

მარიუპოლიზე შესაძლო ქიმიური იარაღის გამოყენება ეს იყო ერთგვარად მცდელობა შეემოწმებინათ დასავლეთის რეაქცია და ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხდინათ მარიუპოლის გმირ დამცველებზე თუმცა ამაოდ შესაძლოა ამ ქმედებამ იარაღის მიწოდების პროცესი დააჩქარა კიდეც, ამასთანაცე დღესვე NATO-ს აღმოსავლეთის სარდლობის მეთარუად დაინიშნა ქრისტოფერ კავოლი რომელიც მანამდე ამერიკის ჯარების სარდალი იყო ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მის განკრაგულებაში 8 დამრტყმელი ჯგუფია აღმოსავლეთ ევროპის 8 ქვეყანაში დაახლოებით 40 ათას ჯარისკაცამდე და 10000 ჯარისკაც ერვოპის მასშტაბით…

როგორც ბრიტანეთის თავდაცვის წარმომადგენელმა დღეს განაცხადა: “ჩვენ გვაქვს ყველა სცენარი მაგიდაზე და ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი სცენარის საპასუხოდო”

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
დიდება გმირებს!", - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა