თეგებით ძიება

"აფერისტი უნდა ვიყო, ბუჩაში, რომ "ქართული ოცნების" წევრებთან ერთად წავიდე“ - ელენე ხოშტარია

"დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში უკრაინაში, ბუჩაში ვიზიტის შესახებ წერს და ხელისუფლებას აკრიტიკებს.


"ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო.

მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში.

ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან. ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი!", - წერს ელენე ხოშტარია.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა