თეგებით ძიება

ოპოზიცია მთავრობის დამხობას გეგმავს? - რა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს კობახიძე "ბაკურიანის შეკრებიდან"

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტია „ლელო“ ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგიაზე ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა, რის გამოც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით მათთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

„პარტია „ლელო“ თავის სტრატეგიაზე ბაკურიანში მუშაობდა. ეს ხელისუფლების გადატრიალების სტრატეგია იყო. შესაბამისად, ამ კითხვარის შევსებისას მათთან თანამშრომლობას არ ვაპირებ.

რაც შეეხება ზოგადად კითხვარის გასაჯაროებას - ამაზე ევროკავშირთან გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღება. გამჭვირვალობის კუთხით ჩვენ არავითარი პრობლემა არ გვაქვს, მთავარია როგორია სტანდარტი და ამ სტანდარტს გავყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათ შორის, ფრაქციის შიგნით, განხეთქილებაა და დეპუტატების ნაწილს პარლამენტიდან გასვლა უნდა.

„30-კაციანი ფრაქცია აქვთ. დაახლოებით ნახევარს პარლამენტში დარჩენა უნდა, ნახევარს პარლამენტიდან - გასვლა, იმიტომ რომ ეს მათი ბელადის, მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქციაა. ასე არის გახლეჩილი ფრაქცია. ბოლომდე ვერ ბედავენ ამ ნაბიჯის გადადგმას, მათ შორის, რადიკალებიც, იმიტომ რომ მაშინ დანარჩენი 15-ის პარტიიდან გარიცხვა მოუწევთ და ბუნებრივია, ამისგან თავს იკავებენ.

რომან გოცირიძე იმ ადამიანს განეკუთვნება, რომელსაც პარლამენტის დატოვება არ უნდა, პრივილეგიების შენარჩუნება უნდა. არის სხვა 15 კაცი, რომლებსაც ამის საპირისპირო უნდათ. ამაში რაღაცნაირად თვითონ გაერკვევიან,“ - განაცხადა კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა