თეგებით ძიება

საქართველოში ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 აპრილს ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ტემპერატურის -7 გრადუსამდე დაცემა.

"14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3, ხოლო საქართველოს მთიან რეგიონებში -2, -7 გრადუსამდე, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს,"-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა